მერიის სიახლეები
აპრილი
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლებმა ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავერს.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც აღინიშნება 22 აპრილს, 193-ზე მეტ ქვეყანაში. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს.
საქართველოში 22 აპრილი აღინიშნება 1990 წლიდან „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივით.